ეკონომიკამთავარი

რამდენით შემცირდა ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი

ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 15,1%-დან 14,9%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ძირითადად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბერში მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,5%-ს, სექტემბერში კი ეს მაჩვენებლი იყო 18,4%.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მცირედით, 11,2%-დან 11,3%-მდე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე.

 რაც შეეხება, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თუ სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,7%-ს, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,8%-მდე გაიზარდა.

Comment here