საზოგადოებაჯანმრთელობა

საქართველოში ვაქცინას კერძო კომპანიები ვერ შემოიტანენ

კოვაქს პლატფორმით” კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება, აქ განსაზღვრულია ფასი, რომლითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინოთ ვაქცინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მზად აქვს იურიდიული კომპონენტები იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში შემოიტანონ.

„ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ვაქცინის პირველ ნაკადზე ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორებზე და იმაზე, თუ რა მოცულობის იქნება ვაქცინის წარმოება. როგორც კი გაჩნდება პირველი ვაქცინა ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გვაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Comment here