მსოფლიოპოლიტიკა

სერგეი ლავროვი — ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცხელი ეტაპიდან გამოვდივართ, შეგვიძლია, შევქმნათ რეალური პირობები იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია სტაბილურობისა და აყვავების რეგიონად ვაქციოთ

ჩვენ ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცხელი ეტაპიდან გამოვდივართ. ყველამ უნდა აღიაროს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განცხადების მნიშვნელობა, — სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგა არა აივაზიანთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, განცხადებაზე ხელმოწერით შესაძლებელი გახდა იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

„ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ რეალური პირობები იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია კონფლიქტის რეგიონებიდან სტაბილურობისა და აყვავების რეგიონად ვაქციოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ, რეგიონში მცხოვრები ხალხების ინტერესების გათვალისწინებით“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისათვის რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა დღეს მოსკოვში გაიმართა.

Comment here