მთავარისამართალი

სროლა ფონიჭალაში — მოკლულია ახალგაზრდა კაცი

სოფელ ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს» შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე (1-ლი და მე-2 ნაწილებით) მუხლებითაა დაწყებული.

Comment here