ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე — პიკის პერიოდში სტაბილიზაციის ელემენტები უკვე გამოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გუშინ სულ ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენის, ხოლო 5 246 „პისიარ“ ტესტი.

„დადებითობის მაჩვენებელი მთლიანად გვაქვს 10 პროცენტი. ბოლო ორი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება, 32-31 პროცენტი გვქონდა, ახლა ბოლო ორი დღე გვაქვს 28 პროცენტი. ანუ, დინამიკა ამ დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია, ამ პერიოდში, ამ პიკში რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები უკვე გამოჩნდა“, – გნაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Comment here