პოლიტიკა

„არ წავალთ სახლში, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება»-ბათუმში ოპოზიციის აქცია გრძელდება

ბათუმში, მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია გრძელდება. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ოპოზიციის 24 — საათიანი პროტესტი გრძელდება.

„არ წავალთ სახლში, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება და არ მოგვეცემა უფლება ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. აჭარის უმაღლესი საბჭოს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბლოკით გასული არც ერთი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევა“, — განაცხადა კირთაძემ.

შეგახსენებთ რომ, აქციის მონაწილეები 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

Comment here