ექსკლუზივიმთავარი

გია ხუხაშვილი — ოპოზიციის ქუჩაში ერთად ყოფნის შანსი თანდათან იკლებს

ოპოზიციის  ქუჩაში ერთად ყოფნის შანსი თანდათან  იკლებს. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რასაც მე ვუყურებ, იმის სანსი, რომ  ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, მცირდება.

„ოპოზიციას  მანევრირების 3  შესაძლებლობა  აქვს — ან შედის პარლამენტში, ან ნაწილი შედის, ან  ყველა შედის.  ახლა მათი მთავარი ძალა არის ერთად ყოფნა, მაგრამ  ეს შანსი  თანდათან იკლებს“, —  განაცხადა  ექსპერტმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ  სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ყოფნა და შემდგომში მათთან ერთად დარჩენა წამგებიანია მათთვის. „ნაციონალური მოძრაობა ტიტანიკივითაა და  მასთან ერთად დიდი მომავალი არავის აქვს“, —  განაცხადა  ექსპერტმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტში  ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. „სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას  სჭირდება სერიოზული  მატერიალური ბაზისი. ძნელია პოლიტიკური ცენტრის კეთება რესურსის გარეშე. ეს ერთხელ მოხდა რევოლუციის ფონზე  და ახლა  თითქმის შეუძლებელია“, — განაცხადა  ხუხაშვილმა.

Comment here