საზოგადოებასამართალი

გორში, მასწავლებელს არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

გორში, 60 წლამდე პედაგოგს 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ.

სავარაუდო ეჭვმიტანილი, გარდა სპორტის მასწავლებლობისა, არის ერთერთი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის პოზიციას. ის საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებს.

დანაშაული დაახლოებით 1 კვირის წინ საჯარო სკოლაში მოხდა. ბავშვმა მოგვიანებით ფაქტის შესახებ სხვა პედაგოგს უამბო, მან კი შსს-ს მიმართა.

სავარაუდო მოძალადე ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მომხდარზე არ საუბრობს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ოჯახი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Comment here