მთავარიპოლიტიკა

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება დეპუტატების მოსყიდვის იმედად დარჩა

ხელისუფლება დეპუტატების მოსყიდვის იმედად  დარჩა, — ამის შესახებ ფრაქცია «ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის» ლიდერმა, — ნინო გურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება ირაკლი კობახიძის განცხადებაში გამოიხატა.

„ირაკლი კობახიძემ უკვე გააკეთა განცხადება, რომ თუ ლიდერები არა, პარტიების წარმომადგენლები მაინც აუცილებლად უნდა შევიდნენ პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ლიდერებზე იმედი დაკარგეს და ალბათ ახლა ცალკეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობენ.

 

მიუხედავად ჩემი პესიმიზმისა, მოლაპარაკებების გაგრძელების წინააღმდეგი მაინც არ ვარ, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ყველა რესურსი, ამ მხრივ, სრულად ამოწურული უნდა იყოს“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

Comment here