მთავარიჯანმრთელობა

რა უნდა ვქნათ, თუ კლინიკაში ტესტირებაზე უარს გვეუბნებიან – ამირან გამყრელიძის განმარტება

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა კლინიკა უზრუნველყოფილია ტესტების საკმარისი რაოდენობით, ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს გაიკეთოს უფასო ტესტირება იმ საავადმყოფოში, სადაც ჩაწერილია და უარის თქმის შემთვევაში პაციენტებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.

“ვალდებული არიან, რომ გააკეთონ ტესტები, მათ გატანილი აქვთ ეს ტესტები,  თუ ასეთი გაუგებრობა არის, მე ვთხოვ მოსახლეობას, ჩვენს ცხელ ხაზზე, 116 001,  დატოვონ თავიანთი ტელეფონი. თუ შეყვანილია სიაში და არ ემსახურებიან  SMS გამოგზავნონ ან დარეკონ და მოუგვარებენ ამ ცალკეულ შემთხვევებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

Comment here