მთავარიპოლიტიკა

რომელ პარტიებს სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა — მეგრელიშვილის განცხადება

ძალიან ბევრი პარტიის ინტერესშია მოლაპარაკებების ჩაშლა, მაგალითად, იმ პარტიების, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ შევა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი“.

„ეს ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს იქ. ანუ, „გირჩის“ მომავალი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული ამ შეთანხმებაზე.

Comment here