ეკონომიკა

6 207 ტონა ვაშლის ექსპორტით საქართველომ $2.7 მლნ მიიღო

2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლო 4 თვეში ექსპორტირებული ვაშლის შესახებ, სტატისტიკა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 5 945 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში, — ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

Comment here