მთავარისამხედრო თემა

გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ «ქართულმა ოცნებამ» NATO-ში გაწევრიანების საკითხი გაყინა

«ევროპული საქართველოს» წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ პროგრესი არ აქვს და «ქართულმა ოცნებამ» NATO-ში გაწევრიანების საკითხი გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„2014 წლის შემდეგ ხელსაყრელი ვითარება იყო რომ წინ წავწეულიყავით, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნის მთავრობის მხრიდან არ იქნება მუშაობა, რაც არ უნდა ისაუბრონ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, გაწევრიანების მხრივ პროგრესი არ იქნება“ —  განაცხადა  მან.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს და ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც.

კანდელაკის თქმით,  დღეს სახეზეა ფაქტი, რომ «ქართულმა ოცნებამ» NATO-ში გაწევრიანების საკითხი გაყინა. “არანაირი რეალური ძალისხმევა, რომ წინ წაგვეწია და გვემუშავა აშშ-სთან, გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან არ ყოფილა“, — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

Comment here