პოლიტიკასამხედრო თემა

სალომე სამადაშვილი: ხელისუფლების სიხისტე ხელს შეუშლის არა მარტო დემოკრატიულ პროცესს, არამედ ჩვენს ინტეგრაციას NATO-ში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ძალიან ნათელი სიგნალია იმის, რომ აშშ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დათმობას არ აპირებს და პირიქით აპირებს რომ გააძლიეროს თავისი როლი. ამის შესახებ  ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, რომ მისი მხრიდან ძალიან ხისტი პოზიციები იმ საკითხებზე, რომელმაც გზა უნდა გახსნას პოლიტიკური შეთანხმებისთვის ქვეყანაში, ხელს შეუშლის არა მარტო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, არამედ ჩვენს ინტეგრაციას NATO-ში,» — აცხადებს «ნაციონალური მოძრაობის» წევრი სალომე სამადაშვილი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს და ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც.

Comment here