მსოფლიოპოლიტიკა

ამერიკამ ტაივანს იარაღი მიჰყიდა — ჩინეთის მკაცრი პასუხი

ჩინეთი მკაცრად გმობს და ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის ფაქტს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანის სამხედრო სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა 280 მილიონი აშშ დოლარად მიჰყიდა.

როგორც ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ჟენ გოციანმა განაცხადა, ეს ფაქტი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებს,  არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთ-ამერიკის 17 აგვისტოს კომუნიკეს. ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში რადგან

ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, ტაივანის საკითხი ეხება ჩინეთის მთავარ ინტერესებს და აქ გარედან ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს დაიცვან ერთი ჩინეთის პრინციპი.  დაუყოვნებლივ შეაჩერონ    ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა, რათა ხელი არ შეუშალონ მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში. სადაც ჩინეთისა და შეერთებულ შტატები სამხედრო ძალებია განლაგებული.

Comment here