მთავარიპოლიტიკა

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მარტო და პოლიტიკურად გაშიშვლებული რჩება

ირაკლი კობახიძის განცხადება პირდაპირ ცხადყოფს იმას, თუ როგორი ველურები არიან ხელისუფლებაში, — ამის შესახებ  „ერთინი ნაციოლალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოს განაცხადა, რომლის თანახმადაც,  შესაძლოა ამ პარტიის დაფინანსების შეწყვეტისა და რეგისტრაციის მოხსნის საკითხი დადგეს.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30-მა პროცენტმა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა და ამ ხელისუფლებას, ამ ადამიანების ხმების უგულებელყოფა უნდა.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყანა. მათ ენის მოჩლექვის მიუხედავად, დიდ ოპოზიციურ პარტიებთან, პარლამენტის შეტყუება არ გამოუვიდათ. ჩვენ ნამდვილად არ შევდივართ ხვალ პარლამენტში და ივანიშვილს ნამდვილად ვტოვებთ მარტო და პოლიტიკურად გაშიშვლებულად,“ — აცხადებს გიორგი ბარამიძე.

Comment here