ექსკლუზივიინტერვიუმთავარისამართალი

ვახუშტი მენაბდე — ,,უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესი ფარსია»

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას და ზოგადად პროცესს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში ფარსად აფასებს.

,,სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა კლანური მმართველობაა შესაბამისად, როგორი პროცედურებიც არ უნდა დაიცვან, შერჩევის რა კრიტერიუმიც არ უნდა დაამატონ, და პროცესიც აბსოლიუტურად გამჭვირვალეც რომ იყოს, თამაშის წესებს მაინც კლანი აწესებს და გადაწყვეტილებასაც ის იღებს’’ — აცხადებს კონსტიტუციონალისტი

მისი თქმით, საუბარი ჩინჩალაძის გარშემო შემოკრებილ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფზეა, რომელთაც საკმარისი ხმა აქვთ, მათთვის სასურველი ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

კონსტიტუციონალისტის თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმათა თანაბარი რაოდენობით უნდა ხდებოდეს. პარლამენტში ოპოზიცია და მმართველი გუნდი, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არა მოსამართლე წევრები

,,თავად იუსტიციის საბჭოს 5 წევრის დანიშვნაც, პარლამენტში, ოპოზიციისა და მმართველი უმრავლესობის კენჭისყრის შედეგად, ხმათა ორმაგი 2/3 — ით უნდა მოხდეს, მხოლოდ ასეთი პროცედურების შემდეგ მოიხსნება ყველა კითხვა მოსამართლეების კანდიდატების და ზოგადად სასამართლოს მიმართ- ამბობს მენაბდე

Comment here