არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი — ,,მე ბიძინას და კობახიძის მოსამსახურედ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ»

პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელი’’ რამდენიმე ბლოკისგან შედგება მათ შორის, ჩემი პარტიაა ,, კანონი და სამართალი’’ მე კი ჩემის მხრივ ვაცხადებ, რომ პარლამენტში არ შევალ და შესაბამისად, სიასაც ჩავხსნი, დიდი იმედი მაქვს და ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ვაშაძეც ასე მოიქცევა — აცხადებს თაკო ჩარკვიანი

,,კანონი და სამართლის’’ სახელით მე, თაკო ჩარკვიანი ვაცხადებ,რომ სიებს ჩავხსნი, არ დავაკანონებ უკანონობას და არც ბიძინას და კობახიძის მოსამსახურედ შევალ პარლამენტში — აცხადებს ჩარკვიანი

მისი თქმით, ,,სტრატეგია აღმაშენებელი» ამ წუთებში პოლიტ საბჭოს სხდომას მართავს და ბრძოლის  მომავალ ნაბიჯებზე მსჯელობს, თუმცა ერთი რამ ცალსახაა, რომ გიორგი ვაშაძე ივანიშვილს არ შეეკვრება.

,, გიორგი პრაგმატული და ჭკვიანი პოლიტიკოსია, მას სურს, მოლაპარაკებების გზით ოცნების მთავრობას ცვლილებების მსხვილი პაკეტი გამოსტყუოს, მაგრამ კობახიძის გუშინდელი განცხადების მერე, არ მგონია მას ეს ილუზია კიდევ ჰქონდეს» — აცხადებს ჩარკვიანი

 

Comment here