მთავარისაზოგადოება

პაატა იმნაძე — ტრავერსზე ვართ, ზემოთ ვართ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას

ტრავერსზე ვართ, იქ ვართ ზემოთ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, იმ პირობებშიც კი როდესაც საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო, თუმცა ამაზე მეტ დატვირთვას ის ვეღარ გაუძლებდა.

„ნებისმიერი შეზღუდვა ორი კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ზრდა აღარ გვაქვს. მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტად გაფართოვებისა, ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე გავრცელებით 100 ათას მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ ამ ყველაფერს გაუძლო, თუმცა მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან იყო გაცილებით უარესი პროგნოზები, ამიტომაც დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებული გვაქვს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Comment here