ექსკლუზივიინტერვიუმთავარიპოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე — ,,არაა გამორიცხული ,,ოცნებამ» საგამოძიებო კომისიის კარი უფრო ფართოდ გახსნას»

ირაკლი კობაიძის მიერ, დაანონსებული არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პირველივე სხდომაზე შეიძლება, არ მოხდეს, მაგრამ ვიდრე კომისიის საკითხი დადგება ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს — აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,, ჯორჯიან თაიმსთან» საუბარში’’

,, პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა და ოპოზიცია თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, გააჩნია მმართველი უმრავლესობა კომისიის დასაკომპლექტებლად, როგორ პრინციპს შეიმუშავებს»- აცხადებს საყვარელიძე

მისი თქმით, თუ ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმს შეინარჩუნებს არაა გამორიცხული, მმართველმა უმრავლესობამ  საგამოძიებო კომისიის კარი უფრო ფართოდ გაიხსნას

,, თუ, ოცნებას პარლამენტში მარტო მოუწევს ყოფნა სავარაუდოდ, მმართველი პარტია, არჩევნების შედეგების ობიექტურობის დასადგენად და ყველა ეჭვის გასაფანტად კომისიას უცხოელი ექსპერტებით დააკომპლექტებს — ამბობს პოლიტოლოგი

Comment here