ექსკლუზივიინტერვიუმთავარიპოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე -,,სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ევროპასთან ინტეგრაციას რუსეთის გავლით ამჯობინებს»

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ევროპასთან ინტეგრაციას რუსეთის გავლით ამჯობინებს»- ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის ბოიკოტსა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩაშლას ,, ჯორჯიან თაიმსთან საუბარში

ოპოზიციური სპექტრის მიერ პროევროპული და პროამერიკული შეხედულებების დეკლარირების მიუხედავად ეს ძალები ასეთი საქციელით ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყობენ ხელს ეს კი ვის ინტერესშია დიდი გამოსაცნობი არაა — ამბობს საყვარელიძე

მისი თქმით, ასეთი ტიპის დემარში და ,, გაბუტვა’’ არა უსამართლობის გრძნობითაა გამოწვეული არამედ,  საგარეო გავლების შედეგია.

,,მთავარია გაბუტვა და არა პოლიტიკური შედეგი. თუ კი, ოპოზიციას მართლა აწუხებს უსამართლობის განცდა, მაშინ პარლამენტი და მათი იქ ყოფნა საუკეთესო საშუალებაა სამართლიანობის აღსადგენად’’ — ამბობს პოლიტოლოგი

საყვარელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პირველი სხდომის დემარში არაფერს ნიშნავს, ნელ ნელა სიტუაცია აქაც გამოიკვეთება და საერთაშორისო ასპარეზზეც, მაგალითად ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კუთხით და შესაბამისად, მიზეზებიც გამოჩნდება მათი პარლამენტში შესვლისა და ამ ფორმით პოლიტიკური სახის შენარჩუნებისა.

 

Comment here