ეკონომიკასაზოგადოება

რამდენი ლარი დახარჯა სახელმწიფომ საკარანტინე სასტუმროების და საავადმყოფოების დაქირავებაზე

საქართველოს მთავრობამ covid-19-ის პანდემიის პერიოდში გამარტივებული წესით 200 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო რესურსი დახარჯა საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებასა და საწოლფონდის მობილიზებაზე. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამ ხარჯების ეფექტიანობას შეეხება.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უშუალოდ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კარანტინის ზონებზე 78 მილიონი ლარის ხარჯი გასწია, ხოლო ამ ხარჯების სისტემატიზაციისთვის მთავრობამ დადგენილება მხოლოდ 4 მაისს მიიღო, რის საფუძველზეც სასტუმროებს კარანტინის ზონაში ერთი დღით ნომრის დაქირავებისთვის მაქსიმალურ ღირებულებად 100 ლარი განესაზღვრათ. დადგენილების შემდგომ ადმინისტრაციას ერთ-ერთ სასტუმროში მომსახურების შესყიდვა 1.1 მილიონი ლარით იაფი დაუჯდა, ვიდრე დადგენილებამდე, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პროგრამის საწყის ეტაპზე მისი ხარჯეფექტიანობა დაბალი იყო.

IDFI-ს ანგარიშში საუბარია კლინიკებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც, რომელთა მოცულობაც 98 მილიონ ლარამდეა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ შესყიდვების მონიტორინგი საკმაოდ რთულია, რადგანაც მათ შესახებ საკმარისი რაოდენობით საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

Comment here