ეკონომიკა

ჩინეთში ქართული ღვინით დაინტერესდნენ

ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ღვინის კვირეულს», რომელშიც 18 ღვინის კომპანია მონაწილეობდა, 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო: ღვინის ადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media–ის ორგანიზებით ჩატარდა, სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ.

„მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პოტენციურ იმპორტიორებს 13 მცირე მარნის ღვინო წარუდგინეს.

ქართული ღვინოს დეგუსტაცია გაიმართა ჩინეთის კიდევ სამ ქალაქში – შანხაიში, შენჯენსა და ჩენგდუში. ღონისძიებაზე Georgian Wine Roadshow წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

 

Comment here