მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთის მოქალაქეებს იანვრიდან EU-ს ქვეყნებში მოქმედი პასპორტით შესვლა აეკრძალებათ

ბრიტანეთის მოქალაქეები 2021 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას ვეღარ შეძლებენ, მიზეზი ის ახალი რეგულაციებია, რომელსაც «ბრექსითი» ითვალისწინებს, კერძოდ, მოსახლეობას პასპორტების განახლება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობას ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა არსებული პასპორტებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ, თუმცა პასპორტის ვალიდურობა მინიმუმ 6 თვეს უნდა შეადგენდეს.

«ბრექსითის» წესების ამოქმედებამდე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლა მოქმედი არსებული პასპორტებით ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლოთ და ასევე მათი იქ ყოფნა დროში განსაზღვრული არ ყოფილა.

Comment here