არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე- ,, თუ საბჭოთა კავშირის ჰიმნს დაუკრავენ არავის გაუკვირდება»

ერთპარტიული პარლამენტი,  და ის რაც დღეს  მოხდა, ეს არის ,,ქართული ოცნების» პოლიტიკური მარცხი, ოცდაათი წლის თავზე საქართველოს პირველად ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი, კომუნისტური პარტია ორი — აცხადებს  ნაციონალური მოძრაობის ერთ — ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

,, ის რაც დღეს მოხდა ეს ,, ოცნების ტაქტიკური მარცხია, მათ მიიღეს კომპარტია ორი და თუ ჰიმნსაც დაუკრავენ არავის გაუკვირდება» — ამბობს სანიკიძე

ცნობისთვის: დღეს რიგით მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.

Comment here