მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ინტერვენციის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, — Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრესსპიკერმა განაცხადა.

Reuters-ი წერს, რომ ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.

სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.

Comment here