მსოფლიოპოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი — თურქეთის პრეზიდენტი ვერ ხვდებოდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ძირს უთხრიდა? ირანის საყვარელ აზერბაჯანზე ვერავინ ისაუბრებს

ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე ვერავინ ისაუბრებს – ამგვარად გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ აზერბაიჯანის დედაქალაქში გაკეთებულ განცხადებას.

ირანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხალხური სიმღერის ტექსტი წარმოთქვა, სადაც გამოთქმულია მწუხარება მდინარე არაქსით აზერბაიჯანლებით დასახლებული მიწების დაყოფაზე.

სასაზღვრო მდინარე არაქსი ჩრდილო–დასავლეთ ირანის ტერიტორიებს აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან ყოფს. ირანის ჩრდილო–დასავლეთში ირანის, აზერბაიჯანის რეგიონი მდებარეობს.

„პრეზიდენტ ერდოღანს არ შეატყობინეს, რომ ის, რაც მან ბაქოში ცუდად წაიკითხა, ეხება არაქსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების ირანული სამშობლოდან იძულებით გამოყოფას? ვერ ხვდებოდა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ძირს უთხრიდა? ირანის საყვარელ აზერბაჯანზე ვერავინ ისაუბრებს“ – დაწერა „ტვიტერში“ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

Comment here