სამართალი

კახეთში, ახალგაზრდა ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მეზობელმა იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქეთი მამალაშვილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, გარდაცვლილი მამამისის ოთახში იპოვეს , რომელიც ასევე ახალი გარდაცვლილია.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ჯორჯიან თაიმსს» განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comment here