მთავარიპოლიტიკა

კუნთის თვისებაა, რომ დაიღალოს – ლადო კახაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

„კუნთის თვისებაა დაიღალოს და ამუშავდეს” – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთხჯერ გაკეთებული განცხადება, რომ ის დაიღალა.

მისი თქმით, ადამიანი როცა მიშაობს იღლება.

,,კუნთის თვისებაა დაიღალოს და ამუშავდეს. ადამიანი როცა მუშაობს იღლება. პრეზიდენტის განცხადება ალბათ ამას გულისხმობდა, რომ 30 წელია ჩვენი ქვეყანა ბრძოლობს, იღვწის, მიდის დემოკრატიისა და ევროკავშირის გზაზე. გარკვეულ წილად ჯზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, მოდით ასე დავარქვათ, კუნთის გადაძაბვა,”-განაცხადა ლადო კახაძემ.

Comment here