არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი — ,,რესპუბლიკელებმა ელისაშვილის გზა აირჩიეს»

არ შეიძლება ადამიანების მოტყუება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ეს არ არის  კარგი საქმე, ასეთი კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთ -ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილმა რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც,  მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ პარლამენტს სადეპუტატო მანდატების  გაუქმების თხოვნით

,,ჩემდა სამწუხაროდ, ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება რესპუბლიკელებმა კი ელისაშვილის გზა აირჩიეს — ამბობს ხაბეიშვილი

მისი თქმით, მანდატებზე უარის თქმა მოლაპარაკებასთან არაფერ შუაშია, ბლოკის ყველა წევრი პარტია მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა არც პარლამენტის ლეგიტიმაციას აპირებს.

Comment here