მთავარიპოლიტიკა

მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის წინაშე მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა, რაც პარლამენტმა ცნობად მიიღო. მთავრობა ახლა მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ამასთან, პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის — სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

Comment here