არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

ოპოზიციამ მემორანდუმს ხელი მოაწერა – რატომ არ აღმოჩნდა მასზე გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა

ოპოზიციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, თუმცა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. შესაბამისად მას არც აღნიშნული მემორანდუმისთვის მოუწერია ხელი.

ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნეს რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რატომ არ მივიდა შეკრებაზე გრიგოლ ვაშაძე.

„უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ არ არის. პარტია წარმოდგენილია სხვა წევრების სახით. მათ შორის, აქ გახლავთ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია“, – აცხადებენ ვაშაძის პარტიაში.

 

 

Comment here