არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

,,პარლამენტი გალურჯდა» — ანა დოლიძის აქცია-პერფორმანსი

„პარლამენტი გალურჯდა“ — ანა დოლიძემ მოძრაობა «ხალხისთვის» წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

მოძრაობის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ ერთპარტიული პარლამენტის შეკრების გასაპროტესტებლად ლურჯი ფერის კვამლი გაუშვეს, ნიშნად იმისა რომ პარლამენტი გალურჯდა.

„დემოკრატიასთან ერთპარტიული მმართველობა აბსოლუტურად შეუთავსებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვახსოვს ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ გვახსოვს წითელი კომპარტია. დღეს ერთადერთი განმასხვავებელი საბჭოური მმართველობისგან, რომლის სიმბოლიკა იყო წითელი, არის ლურჯი ფერი „ქართული ოცნებისა“. — განაცხადა ანა დოლიძემ.

მან ოპოზიციის ბოიკოტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და და აღნიშნა, რომ თუკი ისინი მტკიცედ დადგებიან თავიანთ პოზიციაზე, „ლურჯი პარტია“ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას.

,,ოპოზიციის ბოიკოტი აბსოლუტურად გამართლებულია. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი მყარად დადგებიან თავის პოზიციაზე, 92 გალურჯებული დეპუტატი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თავად ჩაგვაბარებს ლანგრით იმ ხელისუფლებას, რომელიც მოგვტაცა. არ შეიძლება წლიდან წლამდე ითმინო ხელისუფლების ის უზურპაცია, რომელსაც ეს პარტია ატარებდა. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება დღეს ვინმე, ვინც გაუფორმებს დემოკრატიულ მმართველობას და იმედია, ოპოზიცია დარჩება მკაცრ და ერთიან პოზიციაზე. ეს იქნება უსერიოზულესი წნეხის საშუალება მმართველობაზე, რომლესაც აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიულია და ევროკავშირთან ახლოვდება. ეს ფასადი თავიდან ბოლომდე ჩამოენგრევა ამ „ლურჯ პარტიას“, — აღნიშნა ანა დოლიძემ

Comment here