არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

ხათუნა სამნიძე-,, ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებში მონაწილეობას საჭიროდ არ ვთვლით»

კიდევ ერთი სიმბოლური დადასტურება, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები, ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მან განმარტა თუ რატომ არ შეუერთდა „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებას და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს ღონისძიება გაეკეთებინათ და კიდევ ერთხელ სიმბოლურად დაედასტურებინათ საზოგადოებისთვის, რომ მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მზადაა უარი თქვას მანდატებზე. დღეს ამ განცხადებით იურიდიულ-სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა, მათ იგივე გააკეთეს, რაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ. მე ჩავთვალე, რომ ეს დღეს კიდევ ერთხელ საჭირო არაა. ჩვენი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს.

 

Comment here