ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: ზრდის მაჩვენებელი შეჩერდა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველი არ არის

შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფიცირების შემთხვევბის კლებისა, ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღნიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა და დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას, შეიძლება ვთქვათ, შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი,მაგრამ ეს არავითარ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. გაფართოებული ტესტირების ფონზე, იგივე ამ კვირაში ჩვენ შესაძლოა, კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Comment here