მთავარიპოლიტიკა

დღეს, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენა დაიწყება

დღეს, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენა დაიწყება. სამთავრობო პროგრამის ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

23 დეკემბერს დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან. 24 დეკემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება და პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს.

გიორგი გახარიას კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება. იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინება.

მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება 11 დეკემბერს მოიხსნა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა, მან კი, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.

Comment here