სამართალი

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ხაშურში არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.  ტერიტორიაზე ასევე იყო 18 ერთეული დაუფირნიშებელი, წიწვოვანი მრგვალი მორი  და 2 კუბ. მეტრი ფიცარი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

Comment here