მთავარიპოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ თორნიკე რიჟვაძე  წარადგინა, თორნიკე რიჟვაძემ კი აჭარის უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წევრები დასამტკიცებლად წარუდგინა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძის კანდიდატურები განიხილება.

კომიტეტებზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენენ და საბოლოოდ რიგგარეშე სესიაზე მათი დამტკიცება მოხდება.

Comment here