პოლიტიკა

ენმ-ის თავმჯდომარის საარჩევნო კენჭისყრა ხვალ სრულდება

«ნაციონალური მოძრაობის» ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ერთი დღე რჩება. კენჭისყრის პროცესი Facebook-ის საშუალებით მიმდინარეობს და პარტიის მომხრეები არჩევანს ორ კანდიდატს, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის აკეთებენ.

ნიკა მელია — 11 085 ხმა

ლევან ვარშალომიძე — 5 833 ხმა

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბოტებისა და ტროლების მხრიდან სისტემაში შეღწევის მცდელობა იყო, თუმცა, კენჭისყრის პროცესი კონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარის არჩევის პროცესი ოთხი დღეა მიმდინარეობს და ხვალ, 25 დეკემბერს, 21 საათზე დასრულდება.

Comment here