მთავარიპოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე — «ქართული ოცნების» ზეწოლის ბერკეტმა არ იმუშავა»

ქართული ოცნება“ საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ კანონპროექტით ზეწოლას ცდილობდა იმ პარტიებზე, რომლებიც  სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი. ასე აფასებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს.

ჯაფარიძის თქმითვე, ზოგადად საბიუჯეტო დაფინანსება გასაუქმებელია.

„მაგ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რაღაცნაირად ზეწოლის ბერკეტად უნდათ გამოეყენებინათ, რომ ეიძულებინათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე მათდა სამწუხაროდ, რაღაცნაირად შეეყვანათ პარლამენტში. ეგ დაფინანსება ზოგადად გასაუქმებელია. მერე ნახეს, რომ უკურეაქცია იყო და პირიქით, ყველამ თქვა, არ გვაინტერესებსო და ახლა უბრალოდ რაღაც დროს იგებენ, ვენეციის კომისიაში გაგზავნიან, დაელოდებიან. შესაბამისად, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მსვლელობა არ მისცენ სწრაფად, რადგან ნახეს, რომ ამ ბერკეტმა არ იმუშავა“, – განაცხადა განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცეს.

ცნობისთვის, პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო საქმიანობაზე უარი თქვეს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ.

Comment here