მთავარიპოლიტიკა

თურნავა — ,, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი დაგაფინანსებს»

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას თქმით, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, თუმცა იმისათვის, რომ «სპეკულაციები» თავიდან ყოფილიყო აცილებული, მმართველმა გუნდმა დამტკიცებამდე საერთაშორისო პარტნიორებს გადაუგზავნა.

მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს

«რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, ძალიან მარტივი ლოგიკაა, ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სპეკულაციები, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ — საბოლოო დამტკიცებამდე გადავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს, ეუთო/ოდირს, ვენეციის კომისიას, რომ მათაც თავისი მოსაზრება გაგვაცნონ», — განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის ერთი წლით შეწყვეტას გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში არ ჩაერთვება, არის გამიზნული მისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად დაფიქრდნენ ბოიკოტის გადაწყვეტილების მიღებამდე.

პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

Comment here