საზოგადოება

კილომეტრიანი საცობი „თბილისი მოლთან“ დილის 7 საათიდან

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;

 

სოციალურ ქსელში კადრები  გავრცელდა სადაც ჩანს,  როგორი საცობია  „თბილისი მოლის“ შესასვლელთან.

 

ცნობისთვის:  სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ, ახალი რეგულაციის მიხედვით, მკაცრად აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება.

 

20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს.

Comment here