მთავარისამართალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო პოლიციამ იპოვა. არასრულწლოვანი და მისი გამტაცებელი 21 წლის ახალგაზრდა კაცი.  ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

 

გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობის ცერემონიაზე იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული კი რამდენიმე პირმა დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცა.

 

მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Comment here