მთავარიპოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო.

ინფორმაცია ,,ჯორჯიან თაიმსს»  სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუდასტურეს.

დეფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუს-მა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ექვსი თვის წინ დააკავეს. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

Comment here