მთავარიპოლიტიკა

სახელმწიფო საწარმოების უმეტესობის ეფექტიანობა დაბალია

«ჩვენ დღეს ეკონომიკის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს,» — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იქ, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება და მათი ეფექტიანობის გაზრდა, მათი საკუთრების ფორმა არ უნდა შეიცვალოს, თუმცა, ეს შესაცვლელია იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს.

„როდესაც ვართ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული, ჩვენ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. იქ, სადაც შევძლებთ ამ სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ჩვენ შეგვიძლია მათი საკუთრების ფორმის არ შეცვლა, მაგრამ იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს, უნდა გვესმოდეს, რომ კერძო საკუთრება ყველაზე ეფექტური მმართველობის ფორმაა. ამიტომ, იქ, სადაც არ არის საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comment here