მთავარიპოლიტიკა

ტერიოტირული მთლიანობის აღსადგენად ნებისმიერ ფორმატზე უნდა ვიმუშაოთ — გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველომ, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ნებისმიერ ფორმატში უნდა იმუშაოს.

«ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერი ფორმატი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისათვის მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ძირითდი და მთავარი მიზნის მისაღწევად — ტერიოტირული მთლიანობის აღდგენისთვის. პრიველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვგულისხმობ», — თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი გავაჩინოთ იმ მოქაალქეებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზსს მიღმა ცხოვრობენ.

Comment here