ბიზნეს რეიტინგი1

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. რეგიონის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიის ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვლმა კი მთავრობას მხარი არ დაუჭირა.

«ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა თქვენი მთავრობისთვის, თქვენი შემადგენლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ქვეყნისა და ავტონომიური რესპუბლიკის საკეთილდღეოდ“ — განაცხადა დავით გაბაიძემ.

თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პასუხიმგებლობას წარმატებით გაართმევს თავს და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს ხალი მთავრობა გააგრძელებს.

Comment here