საზოგადოება

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი შეუსრულდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი შეუსრულდა. ეს დღე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თანამშრომლებთან ერთადაღნიშნა. მიმართულებით კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ მესტიის აეროპორტის თანამშრომლებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამაეროპორტის ისტორიას და სწორედთქვენ მოიტანეთ მესტიის აეროპორტიდღემდე.მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანსიმპატრიოტიზმისთვის, რომელსაც ამ რთულ პირობებშიჩვენი აეროპორტისთვის, თითოელი მგზავრისთვის და ქვეყნის საკეთილდღეოდაკეთებთ,-‘’განაცხადა ლევან ცხადაძემ.

შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილიშეიტანა.10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა.

,, ჩვენი აეროპორტის დახმარებით სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა. 10 წლის წინ ამ ადგილზე აეროპორტის გახსნამსვანეთს, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოს ყველაზე მაღალთმთიანი მხარეა, ახალი დატვირთვა შესძინა — მთა და ბარი ერთმანეთს დააკავშირა და ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმარა.ჩვენი აეროპორტით საქართველოში ჩამოსულმა არაერთმა ტურისტმა ისარგებლა. ამიტომ, ტურიზმის განვითარებისთვის და პირველ რიგში ადგილობრივებისთვის მესტიის აეროპორტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,-‘’განაცხადა ლევან ცხადაძემ.

სვანეთში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი.აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.

Comment here