ეკონომიკამთავარისაზოგადოება

მუსიკოსების საახალწლო კონცერტებში ჩასართავად მთავრობა მერიას თანხას გამოუყოფს

თბილისის მერიას მუსიკოსების და კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად 400 ათასი ლარი გამოეყოფა.

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

თურნავას თქმით, კულტურის მოღვაწეები და მუსიკოსები ახალი წლის ღამეს ყოველთვის მონაწილეობდნენ ღონისძიებებში, წელს კი ამას მოკლებული არიან.

„ყოველ ახალ წელს იმართებოდა კონცერტები რესტორნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს კი ისინი მოკლებული არიან ამ შესაძლებლობებს. მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ მან თავის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები ჩართოს“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, მერიის ორგანიზებით, 31 დეკემბრის ღამით კონცერტი  მაყურებლის გარეშე გაიმართება და ის ტელევიზიით გადაიცემა.

Comment here