მთავარიპოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური — ,,ისთფედის» გაყალბებული არჩევნების გასასამართლებლად გამოყენება, უბრალოდ სასაცილოა»

,,სამართლიანი არჩევნების» მიერ დაშვებულ შეცდომას ხელისუფლება გაყალბებული არჩევნების გასამართლებლად იყენებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ორგანიზაცია უკვე გაყალბებულ ბიულეტენებს ითვლიდა- ამის შესახებ, განცხადება  ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ,,ტვ პირველის» ეთერში გააკეთა.

,,ისთფედის» გაყალბებული არჩევნების გასასამართლებლად გამოყენება უბრალოდ სასაცილოა, ორგანიზაციამ აღიარა შეცდომა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის,ისინი არ ითვლიდნენ მოსყიდვის, დაშინების უბნებზე კრიმინალების პარპაშის ფაქტებს — ამბობს წიკლაური

მისი თქმით, ოპოზიცია როდესაც გაყალბებულ არჩევნებზე და მიტაცებულ ხმებზე საუბრობს, ისინი საკუთარ თვალებს უჯერებენ და არა ,,ენჯეოების» კვლევებს.

ცნობისთვის: სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, «ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს» ხმების 47.6% აქვს. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

Comment here